ჩვენ შესახებ

სასტუმრო „ვილა ედემი“ მდებარეობს კურორტ წყალტუბოში, ცივი ტბიდან 100 მეტრის დაშორებით. თუ უკვე დაგეგმეთ ესტუმროთ მწვანე ქალაქს დასასვენებლად, თქვენთვის საუკეთესო არჩევანია ეკოლოგიურად სუფთა 7 ხის კოტეჯი. თითოეული კოტეჯი მოვაწყვეთ ისე, რომ კარგად განიტვირთოთ და მაქსიმალურად დატკბეთ ბუნებასთან სიახლოვით. ჩვენს ეზოში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ბუხარში შეწვარი მწვადი ან ბუნგალოში მიირთვათ ცივი წვენი თუ კოქტეილი.
ადგილმდებარეობა იდეალურია მათთვის, ვისაც სურს მოინახულოს - პრომეთეს მღვიმე(10წთ), სათაფლიის ეროვნული ნაკრძალი (20წთ), ქუთაისი (10წთ), გორდის და ოკაცეს კანიონი (40წთ), მარტვილის კანიონი (40წთ) ან ეწვიოთ ცივ ტბასთან ახლოს მდებარე რესტორანს, დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები, გაერთოთ თევზაობით და ისიამოვნოთ ტბასთან მდებარე აუზებით(3წთ).